Friday, November 29, 2019

სოციალური პროექტი ,, ჩვენ ვსწავლობთ სუფთა გარემოში"

                                                               სოციალური  პროექტი :

                                                                 „ ჩვენ   ვსწავლობთ  სუფთა   გარემოში 

1.   მასწავლებელი :                             ზინაიდა   ცააძე
2.   მუნიციპალიტეტი :                         ხონი
3.  სკოლა :                                              სსიპ  ხონის  მუნიციპალიტეტის   სოფ.  სუხჩის   საჯარო  სკოლა                                   
4.  სოციალური  დონე :                      დაწყებითი  საფეხური        II – IY  კლასი  ( კლასკომპლექტი )
5.  პროექტზე  მუშაობის  ვადები :    3 კვირა
6.  თემის  დასახელება :                       ჩვენ  ვსწავლობთ   სუფთა  გარემოში “
 
7.                                                               პროექტის    აქტუალობის    დასაბუთება  :

       ხშირად  გვაქვს  საუბარი  მოსწავლეებთან  გარემოს  დაცვით  საკითხებზე   და   გამოიკვეთა  ,  რომ  მიუხედავად  სკოლის  ადმინისტრაციის  მიერ  განხორციელებული  ღონისძებებისა    (ხშირად  ეწყობა  ეზოსა  და  საკლასო  ოთახების  დალაგება   და  დასუფთავება),  მაინც  საჭიროა   რეგულარულად  გავაგრძელოთ   ამ  მხრივ  მუშაობა .
       სკოლას  აქვს  დიდი   და   ლამაზი  ეზო  .  დგას  ასწლოვანი  ცაცხვის  ხეები  ,  ნაძვები  ...
შემოდგომაზე , ფოთოლცვენის  დროს  ,  აუცილებელია  დასუფთავება :  ჭარბი  ფოთლების  მოგროვება- გადატანა . მოსწავლეებმა ასევე ერთ მიზეზად  ზოგიერთი მოსწავლის გულგრილი დამოკიდებულება  (ქაღალდების ,პოლიეთილენის პარკების დაყრა )  დაასახელეს  გარემოს დაცვის პრობლემების მიმართ.
   და რა უნდა გაგვეკეთებინა ამ პრობლემის მოსაგვარებლად?
გადავწყვიტე მოსწავლეებისათვის შემეთავაზებინა პროექტის მომზადება სკოლის ეზოს დასუფთავების მიზნით.

8.   პროექტის მიზანი:     მოსწავლეებთან ერთად დავგეგმო და განვახორციელო , კერძოდ,სკოლის ეზოს დასუფთავება .დაასუფთაონ და დაიცვან გარემო .
    მოსწავლეებს განუვითარდებათ კრიტიკული აზროვნების ,პრობლემის გადაჭრის უნარი, თანამშრომლობის, ურთიერთპატივისცემის ,კომუნიკაციის უნარ-ჩვევები.
9.თემის საფუძვლები :
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
ბუნ.II.კლ.9.  მოსწავლეს შეუძლია გარემოსადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა .
ბუნ.IV.11. მოსწავლეს შეუძლია გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების დაცვა .
ქართ.IV.10. მოსწავლეს შეუძლი სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენება ინფორმაციის მოსაძიებლად და კონკრეტული საკითხის დასამუშავებლად.
ს.გ.II.2 . მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა მასალას , ტექნიკას და პროცედურას ნამუშევრის შექმნისას.
ს.გ.IV.10. მოსწავლე მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.

10.ამოცანები და განხორციელების გზები.
                                                     ამოცანები:

1.საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.
2.თანამშრომლობა სკოლის ადმინისტრაციასთან.
3.ფუნქციების გადანაწილება.
4.რესურსების მოძიება-ორგანიზება.
5.ღონისძიების დაგეგმვა და განხორციელება.ნახატების გამოფენა .
6.დასუფთავების დღის დაგეგმვა და განხორციელება.
7.მონიტორინგი და შეფასება.

   
                                  განხორციელების გზები:

● საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.
●სამუშაო ჯგუფების შექმნა,ფუნქციების გადანაწილება.შეხვედრების დაგეგმვა და პროექტის გაცნობა.
●რესურსების მოძიება-ორგანიზება . სამუშაო იარაღების:ეზოს ცოცხების, ურიკის, ხელთათმანების  და ნაგვის პარკების მობილიზება.ნახატების დასამზადებლად სახატავი ნივთების მომარაგება.
●ღონისძიების დაგეგმვა და განხორციელება,მოსწავლეთა ნახატების გამოფენა - დათვალიერება.
●დასუფთავების დღის დაგეგმვა და განხორციელება სახელწოდებით „ჩვენ ვსწავლობთ სუფთა გარემოში“.
●მონიტორინგი და შეფასება.






11.პროექტის მსვლელობისას გამოყენებული აქტივობები და კითხვები:

● „ექსკურსია  ბუნებრივ გარემოში“.
- როგორი გარემოა სკოლის ეზოში?
-ვასუფთავებთ თუ არა სკოლის ეზოს?
- როგორ გრძნობთ თავს ამ გარემოში?
-სად მიგვაქვს დაგროვილი ნაგავი?
დისკუსია კითხვებზე:
- თქვენი აზრით რა ზიანი მოაქვს დანაგვიანებულ გარემოს ზოგადად ?
- რა ზიანი მოაქვს დანაგვიანებულ გარემოს ადამიანისთვის?
-რა ზიანი მოაქვს  დანაგვიანებულ გარემოს ცხოველებისთვის?
- ბინძურდება თუ არა ჰაერი?
-ბინძურდება თუ არა წყალი?
         „როგორ დავიცვათ გარემო?“
     მოსწავლეებისთვის ნათელი გახდა  ,რომ გარემოს დანაგვიანებას დიდი ზიანი მოაქვს ცოცხალი სამყაროსთვის .გარემოს დაცვის ერთ-ერთი  ხერხია გარემოს დასუფთავება,ადამიანებისთვის ინფორმაციის მიწოდება პლაკატების მეშვეობით.
პლაკატების შექმნა მოსწავლეების მიერ მასწავლებლის დახმარებით.
ნახატები გამოფენისთვის  სახელწოდებით „ ჩვენი პატარა ხელებით“.მოსწავლეებმა წარმოადგინეს საბოლოო სახით პლაკატები და ნახატები,რომლებიც გამოეკრა საკლასო ოთახში თვალსაჩინო ადგილზე.
მონიტორინგი და შეფასება.
   პროექტის მსვლელობისას მოსწავლეებს ხელს ვუწყობდი და თვალს ვადევნებდი თითოეული აქტივობის განხორციელების მიმდინარეობას.
   შეფასების ფორმა  - განმავითარებელი კომენტარებია.წამახალისებელი კომენტარებით ვაფასებ მოსწავლეებს პროექტის მსვლელობის მანძილზე.შეფასდა მათი ინტერესები,აქტიურობა , შრომისმოყვარეობა , წინარე ცოდნის გამოყენების უნარი .
    
      საბოლოო შეფასება კი, მოხდება შეფასების ჯგუფის მიერ.




           პროექტის რეფლექსია
    პროექტის თემა: „ჩვენ ვსწავლობთ სუფთა გარემოში“
   პროექტის  მიზანი:  1.ინფორმაციის მოპოვება თემასთან დაკავშირებით.  2.   ნამუშევრების შექმნა თემაზე „ვიზრუნოთ გარემოზე“. 3.გამოფენის მოწყობა.  4.სკოლის ეზოს დასუფთავება .
       ე.ს.გ შედეგები: შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
ბუნ.II.კლ.9.  მოსწავლეს შეუძლია გარემოსადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა .
ბუნ.IV.11. მოსწავლეს შეუძლია გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების დაცვა .
ქართ.IV.10. მოსწავლეს შეუძლი სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენება ინფორმაციის მოსაძიებლად და კონკრეტული საკითხის დასამუშავებლად.
ს.გ.II.2 . მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა მასალას , ტექნიკას და პროცედურას ნამუშევრის შექმნისას.
ს.გ.IV.10. მოსწავლე მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
დავისახე მიზნად ჩამეტარებინა პროექტი თემაზე „ჩვენ ვსწავლობთ სუფთა გარემოში“.მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ იდეა პროექტის ჩატარების შესახებ .ისინი თავიდანვე ჩაერთენ მზადების პროცესში.გამოთქვამდნენ მზადყოფნას შესაბამისი დავალებების შესასრულებლად.დიდი სურვილი ჰქონდათ თავიანთი წვლილი შეეტანათ იმ დიდი საქმეში ,რასაც სუფთა გარემოს დაცვა ჰქვია.
    მოსწავლეებმა გამოავლინეს ისეთი უნარ-ჩვევები,როგორიცაა თანამშრომლობა ,პატივისცემა ერთმანეთისა და უფროსების მიმართ, დააფასონ უფროსის(დამლაგებლის,მეეზოვის) შრომა და დაიცვან სისუფთავე.გამოთქვეს სურვილი, საჭიროების შემთხვევაში,დაასუფთაონ სკოლის ეზო და საკლასო ოთახი.
  მოხდა დასახული მიზნის მიღწევა:  შევქმენით  ნახატები და პლაკატები , მოვაწყვეთ გამოფენა , დავასუფთავეთ ჩვენი სკოლის მშვენიერი ეზო.მოვახდინე პროექტის ბოლოს  განმავითარებელი შეფასება დადებითი  კომენტარების სახით .მიმაჩნია , რომ დასახულ მიზანს მივაღწიეთ.








No comments:

Post a Comment